Monday, December 10, 2012

როდის მოდის მუზა?


1. პროექტის სახელწოდება: 

       ბუნების წიაღში ანუ  როდის მოდის მუზა?

2. პროექტის მთავარი იდეააღდგეს ჰარმონია ადამიანსა და ბუნებას შორის.
3. პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებმა  რეალურად უნდა შეიგრძნონ  ბუნების როლი ადამიანის ცხოვრებაში , რაც  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობისთვის.
პრობლემის განსაზღვრა :
   1.უშუალო შეხების სიმცირე  მცენარეთა და ცხოველთა სამყაროსთან მოსწავლეებში იწვევს   ინტერესისა და სიყვარულის  ნაკლებობას როგორც  შესასწავლი საგნისადმი, ასევე  ცოცხალი ბუნების მიმართ.
 2.გარესამყაროს რეალურად აღქმის უნარის სიმცირე და ბუნებასთან გაუცხოება,რაც საბოლოო ჯამში,  ხშირად უარყოფითად აისახება გარემოზე.
3.ფანტაზიის უნარის ნაკლებობა აღწერითი ხასიათის ტექსტების შექმნისას.
მიზანი:
  ადამიანის დაახლოება გარემოსთან, ბუნებასთან ჰარმონიულობის აღდგენა, წერითი აზროვნების უნარების განვითარება- ჩამოყალიბება.
განხორციელების გზები:
 მარშუტის დადგენა, წინასწარი ცოდნა შესასრულებელი სამუშაოსი, ინფორმაციების მოძიება საექსკურსიო მარშუტისა და დასათვალიერებელი  ადგილის აბიოტური და ბიოტური ფაქტორების შესახებ, პოსტერები, ფლიფჩარტები, ციფრული აპარატი, ტელეფონი, თაბახის ფურცლები, პასტა,ფერადი ფანქრები,მარკერები.
მოსალოდნელი შედეგები:
  ბუნებაში მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, დაათვალიერებენ და აღწერენ გარემოს აბიოტურ და ბიოტურ კომპონენტებს ,გადაუღებენ სურათებს მცენარეებს, ცხოველებს, ფრინველებს. ბუნებისა და ლიტერატურის ცოდნის საფუძველზე,მოსწავლეები თავიანთი  შესაძლებლობებიდან გამომდინარე  შექმნიან ჩანახატებს, მინიატურებს, პოეტურ ნაწარმოებებს, ილუსტრაციებს , ფურცელზე გადაიტანენ თავიანთ შთაბეჭდილებებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კვლ.1,2,3,4. ბიოლ.XI.8.9.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მანანა ტაბატაძე
12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა:tabatadze.m@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment